ჩვეულებრივი ნეკერჩხალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ნეკერჩხალი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Cveulebrivi nekerCxali.jpg

ჩვეულებრივი ნეკერჩხალი - (Acer campestre L.) ოჯახი ნეკერჩხლისებრნი. 15-20 მ. სიმაღლის ხეა. ფოთლები 3 ან 5 - ნაკვთიანია, 4-8 სმ. სიგრძისა და 4-10 სმ. სიგანის, ორივე მხარეს პრიალა. ზედა მხარეს უფრო მუქი, ფოთლის ნაკვთები ბლაგვია ან ოდნავ ბლაგვწვერიანი. ნაკვთები ზოგჯერ დანაკვთულია. ყვავილედი ზეზე მდგარი ფარისებური მტევანია, იშლება ფოთლების გამოტანის დროს ან ოდნავ გვიან. ნაყოფის ფრთები 2-3-5 სმ სიგრძისაა, ჰორიზონტალურად გადაშლილი და ბოლოსკენ ოდნავ აშვერილი. ეს სახეობა კახეთის რეგიონში ფართოდ არის გავრცელებული მუხრან, რცხილნარ და წაბლნარ ტყეებში, იშვიათია წიფლნაირებში. ნახვა შესაძლებელია, პრაქტიკულად ყველგან: კავკასიაში 11 სახეობაა, საქართველოში – 9. გავრცელებულია დაბლობიდან სუბალპურ სარტყლამდე.

ნეკერჩხალი

ნეკერჩხლის მერქანი მკვრივი, გამძლე და მაგარია, კარგად პრიალდება. სიმკვრივე 510-770 კგ/მ3. გამოიყენება, როგორც დეკორატიული ხე, აგრეთვე გრეხილი ავეჯის, მუსიკალური ინსტრუმენტების, სახაზავების, სასპორტო ინვენტარის, თხილამურების, ბოულინგის კეგლის, ბეის-ბოლის ბიტის, ბაიდარკის ნიჩბის, წისქვილის ბორბლის მუშტას, სართავი ჯარას, თოფის კონდახის, სამზარეულო ჭურჭლისა და სხვ. ნაკეთობების დასამზადებლად. მშენებლობაში მისი გამოყენება შეზღუდულია მასალის სიძვირის გამო. გავრცელებული ჯიშებია: აზიური „გინალა”, ამერიკული წითელი, თათისებრი, თათრული, თეთრი, შაქრის, იაპონური, იფანფოთოლა, კოლ-ხური, ლეკა, მანჯურიის, მაქსიმოვიჩის, მაღალმთის ბოყვი, მახვილფოთლა, მდინარისპირა, მინდვრის, მონპელეს, მწვანექრქიანი, ნაცრისებრი, სამფოთლა, სოსნოვსკის, სტევენის, ტრაუტფეტერის (მაღალმთიანი), ყვითელი, შაქრის, წვრილფოთლოვანი და სხვ.


ნეკერჩხალი – ბიბლიური მცენარე

მსოფლიოში გავრცელებულ ნეკერჩხლის უამრავ სახეობათაგან წმინდა მიწაზე ვხვდებით უპირატესად სირიულ ნეკერჩხალს. იგი ველურად იზრდება ისრაელის სამხრეთ მთიან რეგიონში, ჰერმონსა და გალილეაში. დღეს სირიულ ნეკერჩხალს იყენებენ ქალაქის ქუჩებისა და გაზონების გასამწვანებლად.





წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები