ნოზაძე ლერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლერი ნოზაძე

ნოზაძე ლერი − (1955), ქართველი ეკონომისტი და პოეტი. 1972 წელს დაამთავრა ხაშურის მეორე საშუალო სკოლა, ხოლო 1978 წ – თსუ-ს მექანიკამათემატიკის და ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტები. დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა აგრარულ უნივერსიტეტში, დამოუკიდებელ უნივერსიტეტ „ეგრისში“, ეკონომიკისა და სამართლის ქართულ-ბრიტანულ და სხვა უნივერსიტეტებში. 2011 წლიდან სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და უნივერსიტეტ „გორგასალის“ ასოცირებული პროფესორია. ათი პოეტური კრებულის და რამდენიმე ბიოგრაფიული ესეს ავტორია.


* * *
გამოსავალი განა არა ჩანს?
წარღვნის დროსაც კი ვიღაც გადარჩა
და არც გვალვის დროს წახდა ყოველი.
ჩვენ მოვიშუშებთ ბევრ მკაცრ განაჩენს
და შევიქმნებით ყოვლის მპოვნელი.
ღრუბლები კვლავაც გადაიყრება,
მგონი, მათაც სწყინთ არად ჩაგდება!
კაცობრიობა თვის გეზს მიჰყვება,
ომს რომ აცხადებს ამპარტავნებთან.
უსასრულოა ასეთი ფიქრი.
კეთილმზრახველნი გზას მოძებნიან.
დადგება ჟამი ახალი მირქმის,
სამსხვერპლოდ ისევ თავს გავიმეტებ!
ერთმანეთისა ჩვენ უფრო გვესმის.
ვგრძნობ, ამ მძიმე ჯვარს როგორ მიველტვი,
როს წამადგება თავს „ვინმე მესხი!“
ის, რაც მიაჩნდათ უკიდეგანოდ,
დღეს დაიტია აქ ფრაზამ მომცრომ,
მე ვაათმაგებ თქვენს ღვაწლს დედანო,
სული უბიწო რომ კვლავ დავლოცო,
მსურს, მოვილიო მძიმე განცდები
და წარვედგინო საკუთარ თავთან.
ზიგზაგ ცხოვრების თითო მარცვლები.


იხილე აგრეთვე

ჩემი ჰობი პოეზიაა

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები