ნოსტეს წმინდა გიორგის მცირე ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნოსტეს წმინდა გიორგის მცირე ეკლესია - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს, საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნოსტეს ღმოსავლეთით ერთ კილომეტრზე, მდებარე ნასოფლარ მუხაურზე, შემაღლებულ ადგილას. თარიღდება XVII-XVIII საუკუნეებით.

ეკლესია დარბაზულია (7,7 X 5,5 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. შესასვლელი სამხრეთიდანაა. აფსიდის ღერძზე სარკმელია, მის გვერდებზე - ორი ნიში. თითო სარკმელია სამხრეთ და დასავლეთ კედლებში. დასავლეთ და აღმოსავლეთ კედლებში სარკმლები შიგნიდან შეისრულია, გარედან - სწორკუთხა.


წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები