ნსანახვ ქიარდა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნსანახვ ქჲარდა (აბაზ. Нсанахв кIьарда – „ნახევარქალი“ – უდების ეპითეტი) - მაქციების („უდი“) შეჯიბრი სირბილში. აბაზებს სწამდათ, რომ უდები ყოველწლიურად, თესვა-რგვის დამთავრების შემდეგ, მაღალმთიან საძოვრებზე იკრიბებოდნენ და იმის გამოსარკვევად, ხვავიანი მოსავალი ყანებში იქნებოდა თუ ბოსტნებში, წყლით სავსე ჭურჭლით სირბილში შეჯიბრს აწყობდნენ. პურეულის ბარაქიანობის მომხრე გამარჯვებული წყალს ყანებში ღვრიდა, ხოლო ბოსტნეულის ბარაქის მომხრე – ბოსტანში.


ლიტერატურა

Копсергенова В.З. Серебряные нити. Приметы и поверья абазин. Карачаевск, 2012.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები