ოდიშარია ბექა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბექა ოდიშარია

ბექა ოდიშარია – დაიბადა 1974 წლის 2 სექტემბერს ქ. თბილისში. — ჟურნალისტი, იურისტი, ეკონომისტი, პოლიტიკოსი. საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის საპატიო კონსული

განათლება – დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი (1998); თბილისის სამართლისა და ეკონომიკის ინსტიტუტი იურისტ-ეკონომისტის სპეციალობით (2002).

სამუშაო გამოცდილება

  • თბილისის ბიზნეს ცენტრის სატელევიზიო სტუდიის ჟურნალისტი, პროექტების მენეჯერი (1995-1998)
  • სს „ნავთობის ეროვნული კომპანიის“ გენერალური დირექტორის მოადგილე, საკოორდინაციო საბჭოს წევრი ნ/კ „საქნავთობი-სამგორი“, ნ/კ „კანარგო ჯორჯია“, ნ/კ ნინოწმინდის ნავთობის კომპანია“, ნ/კ „საქნავთობი ნორიო“ (2004)
  • საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის „იორის ველის ნავთობის და გაზის“ გენერალური დირექტორის მოადგილე, გენერალური დირექტორი (2005-2009)
  • შპს „ჯინდალ პეტროლეუმ ოპერეიტინგ კომპანის“ გენერალური დირექტორი (2010-2016)
  • მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (2016-2020): მაჟორიტარი, თბილისის №7 საარჩევნო ოლქი, პოლიტიკური ბლოკი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი.
  • მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი (2020 წლიდან): მაჟორიტარი, №1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. ფრაქცია „ქართული ოცნება“ - ფრაქციის წევრი (11-12-2020); დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე (11-12-2020) განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრი (17-12-2020)



რესურსები ინტერნეტში

საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები