ოლიმპიური თილისმები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პირველ ოფიციალურ თილისმად აღიარებულია 1972 წლის მიუნხენის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მასკოტი ტაქსა ვალდი

ოლიმპიური თილისმები — 1972 წელს, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სესიაზე ოფიციალურად დამტკიცდა ცნება „ოლიმპიური თილისმა” (მასკოტი). ამ გადაწყვეტილებას ერთგვარი ბიძგი მისცა წინა თამაშების გამოცდილებამ, როცა პირველმა არაოფიციალურმა თილისმებმა მაყურებლებს შორის დიდი პოპულარობობა მოიპოვა და კომერციული თვალსაზრისითაც მოგებიანი გახდა.

პირველი ასეთი თილისმა 1968 წლის გრენობლის ზამთრის თამაშებზე გამოჩნდა - სტილიზებული მოთხილამურე, სახელად შუსი. იმავე წელს მეხიკოს ზაფხულის ოლიმპიადას თილისმად წითელი იაგუარი მოევლინა, 1972 წელს საპოროს ზამთრის ოლიმპიადაზე კი პოპულარობა დათუნია ტაკუჩანმა მოიპოვა. თუმცა, პირველ ოფიციალურ თილისმად 1972 წლის მიუნხენის ზაფხულის თამაშების მასკოტი ტაქსა ვალდი მიიჩნევა.

ოლიმპიადის თილისმისა და მისი სახელის შესარჩევად ხშირად ეროვნული კონკურსიც ცხადდება. თილისმა ფოლკლორული გმირი, უფრო ხშირად ცხოველი ან რაიმე სტილიზებული გამოსახულებაა, რომელიც ორგანიზატორი ქვეყნის კულტურასა და ისტორიასთან ასოცირდება.

წლების მანძილზე ოლიმპიური თილისმების გამოფენა არაერთი ორიგინალური ექსპონატით შეივსო. სხვადასხვა თამაშების ორგანიზატორები ნამდვილად არ უჩიოდნენ კრეატიული იდეების ნაკლებობას. მაგალითად, 1988 წელს კალგარის ზამთრის ოლიმპიადაზე პირველად გამოჩნდა წყვილი თილისმა, თეთრი დათვები - ჰიდი და ჰოუდი.

1998 წელს ნაგანოს ზამთრის ოლიმპიადაზე იაპონელებმა ოთხი ბუ - სუკი, ნოკი, ლეკი და ცუკი წარმოადგინეს, რომლებიც სიბრძნეს და წელწადის ოთხ დროს განასახიერებდნენ.

2004 წელს ათენის ოლიმპიადის ორგანიზატორების მუზა ანტიკურ სამარხში აღმოჩენილი თოჯინა გახდა, რომელიც ძველი წელთაღრიცხვის VII საუკუნეს განეკუთვნება. თოჯინის პროტოტიპ თილისმა გოგონას ათენა დაარქვეს, ბიჭს - ფივოსი.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები