ონომასტიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ონომასტიკა – (ბერძ. onomastikē tēchnē – სახელდების ხელოვნება), ენათმეცნიერების დარგი, რომელიც შეისწავლის ყოველგვარ საკუთარ სახელს. ონომასტიკის ქვედარგებია: ანთროპონიმიკა, ტოპონიმიკა, ზოონიმიკა, ეთნონიმიკა, კოსმონიმიკა, თეონიმიკა და სხვ.

ადრე ამ მნიშვნელობით გამოიყენებოდა ტერმინი ტოპონომასტიკა. ამასთანავე, დიდი ხნის განმავლობაში ტერმინით ონომასტიკა აღინიშნებოდა: 1. ანთროპონიმია; 2. ანთროპონიმიკა; 3. ონიმია. ამ ვითარების გამოძახილია ტერმინები: დიალექტური ონომასტიკა, ლიტერატურული ონომასტიკა, ოდინდელი ონომასტიკა, რეალური ონომასტიკა, მითოლოგიური ონომასტიკა და სხვ. ეს ტერმინები არაა ზუსტი, რადგან მათ შინაარსს განსაზღვრავს არა ონომასტიკა (როგორც მეცნიერება), არამედ ონიმია (ბერძნ. onyma – სახელი) – ონომასტიკის შესწავლის საგანი. ამიტომ საკუთარ სახელებზე მსჯელობისას უფრო მართებულია ონიმის ხმარება: დიალექტიკური ონიმია, ლიტერატურული ონიმია, ოდინდელი ონიმია, რეალური ონიმია და ა. შ.

პ. ცხადაია'


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები