ოპერაციის გეგმა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ოპერაციის გეგმა - ცალკეული ან რამდენიმე ურთიერთდაკავშირებული ოპერაციის გეგმა, რომელიც ხორციელდება ერთდროულად, ან თანმიმდევრულად. როგორც წესი, ეფუძვნება გაცხადებულ ვარაუდებს და აქვს ზემდგომი ინსტანციის დირექტივის ფორმა. დაქვემდებარებულ მეთაურებს აძლევს საშუალებას მოამზადონ დამხმარე გეგმები და ბრძანებები.

არეგლამენტირებს ოპერაციის (საბრძოლო მოქმედების) მომზადებას და წარმოებას. ამუშავებს გაერთიანების შტაბი ჯარების (ძალების) გვარეობების, სპეციალური ჯარების და სამსახურების სარდლობასთან (უფროსებთან) ერთად. მუშაობაში ასევე შეიძლება მონაწილეობდნენ შეიარაღებული ძალების სახეობების ურთიერთმოქმედი ძალები და სხვა. დოკუმენტების ნუსხას, მათი შინაარსის რეგლამენტირებას ახდენს დარიგებები, სახელმძღვანელო მითითებები და სხვა.

ოპერაციის გეგმის შემუშავების სისრულეს და თანამიმდევრობას განსაზღვრავს ოპერაციების (საბრძოლო მოქმედებების) სახეობა და აზუსტებს სარდლობა კონკრეტული პირობების კვალობაზე.

წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები