ოპერაციის დაგეგმვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ოპერაციის დაგეგმვა - ჯარების (ძალების) მიერ ოპერატიული და საბრძოლო ამოცანების შესრულების, ოპერაციის (ბრძოლის) და მართვის უზრუნველყოფის ყველა სახეობის შინაარსის, თანამიმდევრობის, ხერხების და ვადების, აგრეთვე მოქმედებების მიმართულების მიხედვით ჯარების (ძალების) ძალისხმევის განაწილება. ოპერაციის (ბრძოლის) მომზადების შემადგენელი ნაწილი.

ოპერაციის დაგეგმვის შედეგს წარმოადგენს ოპერაციის (ბრძოლის) გეგმა. ახორციელებს შტაბი ოპერაციის (ბრძოლის) გადაწყვეტილების და ზემდგომი სარდლობის (შტაბის) მითითებების საფუძველზე.

ოპერაციის დაგეგმვა ხორციელდება თანამიმდევრული ან პარალელური მუშაობის მეთოდით. პირველ შემთხვევაში ყველა ინსტანცია მუშაობაში ებმება მას შემდეგ, რაც ზემდგომ შტაბში დაგეგმვა დასრულდება (წარმოადგენს ძირითად მეთოდს ოპერაციის წინასწარ მომზადებისას). პარალელური მუშაობის მეთოდი გამოიყენება მომზადების შეზღუდული ვადების დროს. დაგეგმვა იწყება ზემდგომი უფროსის მიერ საბრძოლო ამოცანების დასმისთანავე (უმთავრესად მისი წინასწარი საბრძოლო განკარგულებების საფუძველზე) და მიმდინარეობს ერთდროულად რამდენიმე ინსტანციაში.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები