ოსია (ისრაელის მეფე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ოსია ისრაელის მეფე

ოსია (დაახლ. ძვ.წ. 732-722) – ისრაელის მეფე ფეკახის მოკვლის შემდეგ. თავდაპირველად ოსია ისრაელის მმართველი იყო და არა მეფე. ხელმწიფობა მან მხოლოდ რვა წლის შემდეგ მიიღო. ოსიას მეფობის პერიოდში ისრაელი ფაქტიურად ასურეთის პროვინცია იყო. ხალხს იმედი აღარ ჰქონდა, რომ მათი სახელმწიფო აღდგებოდა. ასურეთის მეფე სალმანასარმა ნელ-ნელა ისრაელს წაართვა მიწების უმეტესი ნაწილი და ასურეთს შეუერთა. ოსიას თითქმის მხოლოდ დედაქალაქი სამარია დარჩა. სასოწარკვეთილმა ოსიამ დახმარებისთვის ეგვიპტეს მიმართა. ეს შეიტყო სალმანასარმა და ისრაელის უკანასკნელი მეფე ტყვედ აიყვანა, შემდეგ კი მთელი ისრაელი დაიკავა. ქალაქი სამარია ალყას სამი წელი უძლებდა და საბოლოოდ დაეცა. ასე შეწყდა ისრაელის არსებობა. ერთდროს ძლიერი და მდიდარი სახელმწიფო ასურეთის მძლავრმა იმპერიამ შეიერთა.



წყარო

ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები