ოქროს წვიმა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დანაე. – რემბრანტი (1636 წ.,) სანკტ-პეტერბურგი, ერმიტაჟი.

ოქროს წვიმა – არგოსის მეფეს აკრისიოსს ერთადერთი ასული ჰყავდა, დანაე, ვაჟი კი – არა. იგი მისანთან მივიდა იმის გასაგებად, ეყოლებოდა თუ არა ოდესმე მემკვიდრე. ორაკულისაგან შემზარავი პასუხი მიიღო: მხოლოდ მის ასულს გაუჩნდებოდა ვაჟი, რომელიც მას სიცოცხლეს მოუსწრაფებდა. აკრისიოსმა სცადა, ბედისწერას შებრძოლებოდა. მან დანაე სპილენძის მაღალ კოშკში გამოკეტა და ორი უშველებელი ნაგაზი მიუჩინა დარაჯად. ერთხელ, ზევსმა თვალი ჰკიდა მშვენიერ ქალწულს, მოეწონა და ოქროვან წვიმად გარდასახულმა შეაღწია კოშკში. მალე დანაეს ზევსისაგან შეეძინა ვაჟი, რომელსაც პერსევსი დაარქვეს.




წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები