პანამა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პანამის დროშა

პანამა (ინგლ. Panama – პანამის რესპუბლიკა)სახელმწიფო ცენტრალურ ამერიკაში. ქვეყანას ჩრდილოეთით ესაზღვრება ატლანტის ოკეანის კარიბის ზღვა, სამხრეთით – წყნარი ოკეანე.

ფართობი – 78,2 ათ. კმ2.

მოსახლეობა – 3,5 მლნ. კაცი (2012).

ოფიციალური ენა – ესპანური.

დედაქალაქი – ქ. პანამა.

ადმინისტრაციულად იყოფა 9 პროვინციად და 1 ტერიტორიად.

1903 წელს პანამა გამოეყო კოლუმბიას და დადო ხელშეკრულება აშშ-თან ატლანტის და წყნარი ოკეანეების დამაკავშირებელი არხის მშენებლობასთან დაკავშირებით. 1977 წელს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც XX საუკუნის ბოლოს პანამის არხი აშშ-ს სრულად უნდა გადაეცა პისათვის.

სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი. ძალაუფლება აქვს საკანონმდებლო ასამბლეას, აღმასრულებელი – პრეზიდენტს და მთავრობას.

ეკონომიკის საფუძველს წარმოადგენს საფინანსო-საკრედიტო და ტრანზიტული სავაჭრო-სატრანსპორტო ოპერაციები.

კონსტიტუციის შესაბამისად პანამას არ ჰყავს შეიარაღებული ძალები. ქვეყნის უსაფრთხოებას განაგებს: ეროვნული პოლიცია, ეროვნული საზღვაო და საჰაერო სამსახურები.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები