პარაფილარიოზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პარაფილარიოზი – (parafilariosis; აღმძვრელის გვარის დასახელება Parafilaria + ბერძნ. osis დაავადება), ცხენის ჰელმინთოზი. აღმძვრელი, ნემატოდა – Parafilaria multipapillosa პარაზიტობს კანქვეშა უჯრედისში. ავადდებიან სამ წელზე ხნიერი ცხენები. დაავადება ქრონიკული ფორმით მიმდინარეობს.

კლინიკური ნიშნები: ზურგის, გვერდების, მინდაოსა და ბეჭების მიდამოებში წარმოიქმნება მუხუდოს მარცვლიდან ლობიოს მარცვლამდე ზომის ბორცვები. მზიან დღეებში ამ ადგილებში ვითარდება სისხლმდენი ჭრილობები. საღამოობით და ღამით სისხლდენა წყდება, თუმცა მომდევნო დღეს კვლავ ხდება მისი განახლება. პარაფილარიოზი საძოვრული პერიოდის დაავადებაა.


წყარო

სავეტერინარო პარაზიტოლოგიის ტერმინთა ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები