პატარაძე ზურაბ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წარწერის ტექსტი

პატარაძე ზურაბ – (Pataradze Zurab), ქართველი დიპლომატი, 2012-2013 წლები საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში, 2013-2016 წლები საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ყაზახეთის რესპუბლიკაში, 2018 წლიდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში

დაიბადა 12 თებერვალი, 1973 წელი, ქ. ბათუმი, საქართველო.

განათლება:
1994 – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფინანსებისა და კრედიტების სპეციალობა;
2007 – ქ. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობა.

სამუშაო გამოცდილება:
1994-1996 – ქ. ბათუმის საბანკო სტრუქტურები;
1996-2000 – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატი;
2000 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრი;
2000-2004 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტი;
2004-2007 – რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურის ხელმძღვანელი;
2007-2009 – რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოს კონსული;
04/03/2009-01/05/2009 – რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციის კონსული; 2009-2010 – საქართველოს გენერალური კონსული ქ. სალონიკში;
2011 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი;
2011-2012 – საქართველოს გენერალური კონსული თურქეთის რესპუბლიკაში (ქ. სტამბოლი);
15/07/2016-21/07/2018 – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე.

ფლობს: ინგლისურ, თურქულ და რუსულ ენებს.

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. (2012)

წყარო

დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები