პელაგრა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პელაგრა

პელაგრა - (F52), (pellagra) – არასრულფასოვანი კვებით გამოწვეული სინდრომი, რომლის დროსაც ორგანიზმი განიცდის ნიაცინის (ვიტამინი B3, ნიკოტინის მჟავა) ან ტრიფტოფანის (შეუცვლელი ამინომჟავა, რომელიც შეიძლება გარდაიქმნას ნიაცინად) ნაკლებობას.

კლინიკურად ხასიათდება ცნობიერების აბნევით, დეპრესიით, სიმეტრიული დერმატიტით, სხეულის დაუფარავი ნაწილების კანის დაზიანებით, დიარეით.

პელაგრა გვხვდება ღატაკ მოსახლეობაში და იმ ქვეყნებში, სადაც საკვებად დაუმუშავებელ ბურღულეულს იყენებენ სხვა ქვეყნებში ის ძირითადად ალკოჰოლიზმით დაავადებულთა შორის გვხვდება (ალკოჰოლური პელაგრა). კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაზიანების სიმპტომები ვლინდება გულისრევით, ღებინებითა და მეტეორიზმით. ფსიქიკური სიმპტომები მრავალფეროვანია და მოსალოდნელია ნებისმიერი ფსიქიკური დაავადების იმიტირება, მაგრამ ყველაზე გავრცელებული სიმპტომი დეპრესიაა. მოსალოდნელია განვითარდეს დეზორიენტირება, ჰალუცინაციები და დელირიუმი. ზოგ პაციენტს უვითარდება დემენცია. თერაპია ნიაცინის დამატებით ეფექტურად ხსნის არსებულ სიმპტომთა უმრავლესობას, მაგრამ ზოგჯერ, შორს წასულ შემთხვევებში, ფსიქიკური ცვლილებები უკუგანვითარებას არ განიცდის.




წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები