ალკოჰოლიზმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ძველბერძნული ამფორა

ალკოჰოლიზმი - (alcoholism), ლკოჰოლიზმის მოხმარებით გამოწვეული დამოკიდებულების სინდრომი. აგრეთვე – ქრონიკული ალკოჰოლიზმი (რეკომენდებული არ არის).

ტერმინი დიდი ხანია გამოიყენება და გააჩნია სხვადასხვა მნიშვნელობა; ჩვეულებრივ გამოიყენება ალკოჰოლის მუდმივი ან პერიოდული მიღებისას, რომლის დროსაც დარღვეულია კონტროლი მიღებული სასმელის რაოდენობაზე, სიმთვრალის (ინტოქსიკაციის) ხშირი ეპიზოდებით, ინტერესთა დაქვეითებით.

ტერმინი პირველად 1849 წელს მაგნუს ჰუსმა შემოიღო. 40-იან წლებამდე ძირითადად გამოიყენებოდა ხანგრძლივი მძიმე ფორმის სიმთვრალის (ჯელლინეკის მიხედვით, ბეტა-ალკოჰოლიზმი) შედეგად ფიზიკური დარღვევების გამოსახატავად ვიწრო გაგებით, გამოიყენება როგორც დაავადების სახელწოდება, რომელიც ხასიათდება ალკოჰოლის მიღებაზე ბიოლოგიური ანომალიით განპირობებული კონტროლის დაკარგვით და გააჩნია პროგრესირებადი მიმდინარეობა. მოგვიანებით ტერმინი გამოყენებულ იქნა ჯელლინეკისა და სხვათა მიერ ალკოჰოლის ისეთი მოხმარების გამოსახატავად, რომელსაც შედეგად მოჰყვებოდა როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური ცვლილებები ჯელლინეკი ამგვარად ფორმულირებად ალკოჰოლიზმს ყოფდა სხვადასხვა ტიპად, რომელთაც ბერძნული ასოებით გამოხატავდა. (ჯელლინეკის ტიპოლოგია).

ტერმინის არაზუსტმა განსაზღვრებამ გამოიწვია ის, რომ 1979 წელს ჯანმოს ექსპერტთა კომიტეტმა უპირატესობა მიანიჭა ალკოჰოლური დამოკიდებულების სინდრომის ვიწრო ფორმულირებას და დსკ 10-ში ალკოჰოლიზმი არ ჩაითვალა ნოზოლოგიურ ერთეულად (დამოკიდებულების სინდრომი).

ალკოჰოლიზმი კვლავ ფართოდ გამოიყენება როგორც დიაგნოსტიკურ, ასევე აღწერილობით ტერმინად. მაგალითად, 1990 წელს ნარკოლოგიური მედიცინის ამერიკულმა საზოგადოებამ (American Society of addiction Medicine) ალკოჰოლიზმი განსაზღვრა როგორც „პირველადი ქრონიკული დაავადება, რომლის წარმოშობასა და განვითარებაზე გავლენას ახდენს გენეტიკური, ფსიქოსოციალური და მიკროგარემოს ფაქტორები. დაავადებას ხშირად პროგრესირებადი და ფატალური ხასიათი აქვს. იგი ხასიათდება შემდეგი სიმპტომების უწყვეტი ან პერიოდული გამოვლინებით:

  • კონტროლის დარღვევა ალკოჰოლის მოხმარებაზე;
  • პიროვნების ინტერესთა კონცენტრაცია ალკოჰოლზე;
  • ალკოჰოლის მოხმარება, მიუხედავად მისი მავნე მოქმედებისა;
  • აზროვნების დარღვევა, უპირატესად „უარყოფის ფორმით“.

სხვა განმარტებებში ალკოჰოლიზმს ყოფენ სხვადასხვა ტიპებად. აქედან ზოგიერთი განიხილება როგორც დაავადების გამოვლინება, ზოგი კი არა.

განასხვავებენ ესენციურ და რეაქტიულ ალკოჰოლიზმს. განსაზღვრება „ესენციურის“ ქვეშ იგულისხმება ის, რომ ალკოჰოლიზმი არ არის მეორადი, პროვოცირებული სხვა რაიმე მდგომარეობით. ასევე განასხვავებენ პირველად და მეორად ალკოჰოლიზმს (კომბინირებული დიაგნოზის შემთხვევაში – დაავადების წარმოშობის რიგითობის მიხედვით); I და II ტიპის ალკოჰოლიზმს (უკანასკნელს გააჩნია გამოხატული გენეტიკური განწყობა მამის მხრიდან). ძველი ტერმინოლოგიით დიპსომანია (ალკოჰოლის ეპიზოდური ხმარება) და ავადმყოფური ლტოლვა ალკოჰოლისადმი გამოიყენებოდა კონტროლის დაკარგვით ალკოჰოლის ხმარების გამოსახატავად, ლოთობა – ალკოჰოლით ჩვეული ინტოქსიკაცია მავნე შედეგებით.



იხილეთ აგრეთვე

აშლილობა ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებით გამოწვეული

წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები