ჯელლინეკის ტიპოლოგია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჯელლინეკის ტიპოლოგია - (jellinek’s typologi), ალკოჰოლიზმის კლასიფიკაცია ჯელლინეკსის მიხედვით, რომელიც მოცემულია მის წიგნში „ალკოჰოლიზმი, როგორც ავადმყოფობის კონცეფცია“ (1960 წ.)

სარჩევი

ალფა-ალკოჰოლიზმი

ალფა-ალკოჰოლიზმი ხასიათდება ფსიქიკური დამოკიდებულების სინდრომით, რომელიც ჯერ არ არის გადასული ფიზიკურ დამოკიდებულებაში. ამ სტადიას უწოდებენ ალკოჰოლის პრობლემურ გამოყენებას, ალკოჰოლის ექსკაპიურ გამოყენებას.

ბეტა-ალკოჰოლიზმი

ბეტა-ალკოჰოლიზმი ხასიათდება ფიზიკური გართულებებით. მოიცავს ორგანიზმის ერთი ან რამდენიმე სისტემის პათოლოგიას, ჯანმრთელობის საერთო მოშლას და სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირებას.

გამა-ალკოჰოლოზმი

გამა-ალკოჰოლოზმი ხასიათდება აღმავალი ტოლერანტობით, კონტროლის დაკარგვით და აღკვეთის მდგომარეობის განვითარებით. ალკოჰოლის მიღების შეწყვეტის შემთხვევაში ეწოდება აგრეთვე „ანგლო-საქსონიური ალკოჰოლიზმი“.

დელტა-ალკოჰოლიზმი

დელტა-ალკოჰოლიზმი ხასიათდება აღმავალი ტოლერანტობით. აღკვეთის სიმპტომებით. ალკოჰოლის მიღებისაგან თავშეკავების შეუძლებლობით. მაგრამ, არავითარ შემთხვევაში, არა აქვს დაკარგული კონტროლი ალკოჰოლის მიღების რაოდენობაზე (ალკოჰოლიზაცია).

ეფსილონ-ალკოჰოლიზმი

ეფსილონ-ალკოჰოლიზმი, ალკოჰოლის პაროქსიზმული და პერიოდული მიღება, გადაბმული სმა, რომელსაც ზოგჯერ დიპსომანიას უწოდებენ.

წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები