პერფორმანსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პერფორმანსი – (ინგლ. performance – წარმოდგენა), ვიზუალურ ხელოვნებათა თეატრი; წარმოიშვა მე-20 ს. 60-იან წწ.-ში, ჩამოყალიბდა 80-იან წწ.-ში; თანაბრად აერთიანებს დრამატულ თეატრს, ცეკვას, მუსიკას, პოეზიას, კინოს, ვიდეოს. წარმოდგენა თამაშდება არა თეატრში, არამედ მუზეუმებში ან სამხატვრო გალერეებში. პერფორმერი არ არის აუცილებელი მსახიობი იყოს, სამაგიეროდ მან უნდა შეძლოს იყოს ხან მთხრობელი, ხან მხატვარი, ხან მოცეკვავე, ხან კი უბრალოდ მხატვრული ფონის შემქმნელი მონაწილე პერფორმანსი წამიერი ხელოვნებაა და მერყეობს ყოფნასა და არყოფნას შორის. თუკი პოსტმოდერნიზმის კულტურა თავისებური „ხსოვნის თეატრია“, პერფორმანსი მასში შედის როგორც დავიწყების სიმბოლო.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები