პიროვნების და ქცევის აშლილობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პიროვნების და ქცევის აშლილობა - (personality and behaviour disorder), ქცევითი სტერეოტიპებისა და კლინიკურად ღირებული მდგომარეობების რიგი, რომელიც ავლენს ტენდენციას, იყოს მყარი, და წარმოადგენს ინდივიდის ცხოვრების სტილს, მის დამოკიდებულებას საკუთარი თავისა და სხვების მიმართ პიროვნების სპეციფიკური აშლილობები, პიროვნების მდგრადი აშლილობები, პიროვნების შერეული აშლილობები და პიროვნების მდგრადი ცვლილებები ღრმად გამჯდარი მყარი ქცევითი სტერეოტიპებია, რომლებიც პიროვნული და სოციალური სიტუაციების ფართო წრეში მოუქნელი რეაგირებით ვლინდება. ისინი გამოხატული ან მნიშვნელოვანი გადახრებია მოცემული კულტურული გარემოს ზოგიერთი საშუალო მახასიათებლიდან, კერძოდ, აზროვნების სტილის, მგრძნობელობის და, რაც მთავარია, სხვების მიმართ დამოკიდებულების ამ ჯგუფშია: ჩვევების ღა მიდრეკილებების მოშლა, სქესობრივი იდენტურობის მოშლა, სექსუალური უპირატესობის მოშლა, სქესობრივი განვითარებისა და ორიენტაციის მოშლა, ფსიქოლოგიური მიზეზებით სომატური სიმპტომების გართულება, სიმპტომების განზრახ გამოწვევა ან იმიტაცია.



წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები