პრობლემა დაკავშირებული ალკოჰოლთან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პრობლემა, დაკავშირებული ალკოჰოლთან - (alcohol-related problem) – ალკოჰოლის გამოყენების ერთ-ერთი არასასურველი შედეგი. აღსანიშნავია, რომ არ არის აუცილებელი „დაკავშირებული“ ასახავდეს მიზეზობრივ კავშირს.

ტერმინი შეიძლება გამოყენებულ იყოს როგორც საზოგადოებასთან, ისე ინდიეიდებთან მიმართებით. იგი სანქციონირებულია ჯანმოს ექსპერტთა კომიტეტის მიერ 1979 წელს. 1977 წელს ჯანმოს ერთ-ერთ მოხსენებაში გამოყენებული იყო ტერმინი ინვალიდიზაცია, დაკავშირებული ალკოჰოლიზმთან, როგორც აღნიშნული ტერმინის ეკვივალენტი ინდივიდუალურ დონეზე.

ტერმინი „ალკოჰოლური პრობლება“ ხშირად გამოიყენება როგორც ეკვივალენტური ტერმინი (განსხვავებით ტერმინისაგან „ალკოჰოლის პრობლემა“, რომელიც წარმოადგენს ძველ ფორმულირებას და ალკოჰოლთან დამოკიდებულებას განიხილავს, როგორც პოლიტიკურ მოვლენას, აგრეთვე გამოთქმისაგან „მას აქვს პრობლემა ალკოჰოლთან“, რომელიც გულისხმობს, რომ ალკოჰოლის მიღების სახე მოცემული პიროვნებისათვის უკვე თვითონ წარმოადგენს პრობლემას).


იხილე აგრეთვე

წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები