ჟიქ დუუა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჟიქ დუუა (ბალყ.-ყარაჩ. Жик дууа) – მიცვალებულის კულტთან დაკავშირებული ბალყარულ-ყარაჩული წეს-ჩვეულება, რომელიც ადამიანის გარდაცვალებიდან 52-ე დღეს, ანუ მაშინ იმართებოდა, როცა ხორცს ძვლები გამოეყოფოდა (жик жигинден айырылгъан). ხალხის რწმენით, ეს პროცესი ძალზე მტკივნეული იყო და იმისათვის, რომ მიცვალებულის ტანჯვა შეემსუბუქებინათ, აუცილებლად უნდა ელოცათ და მემორიალური სუფრა გაეწყოთ. საამდღისოდ იწვევდნენ ღვთისმსახურებს, რომლებიც ყურანიდან შესაბამის სურებს კითხულობდნენ. აცხობდნენ 5, 7 ან 9 ცალ ფენოვან ღვეზლებს (къатлама).


ლიტერატურა

  • Будаев М. О. Похоронные обряды карачаево-балкарцев. Карачаевск, 2007;
  • Абдуллаев М. А. Трапезы в цикле поминально-погребальных обрядов балкарцев и карачаевцев // III всероссийские миллеровские чтения. Материалы научной конференции 4-5 октября 2012 г. Владикавказ, 2012.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები