ჟღენტი მამუკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მამუკა ჟღენტი

მამუკა ჟღენტი − (Mamuka Jgenti), ქართველი დიპლომატი, 2010-2013 წლებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროპის საბჭოში.

დაიბადა 26 სექტემბერი, 1975 წელი, ქ. თბილისი, საქართველო.

სამუშაო გამოცდილება:
1995-1997 − საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის სტაჟიორი;
1997-1999 − ეკავა სახვადასხვა თანამდებობა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივ დეპარტამენტში;
1999-2001 − საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის ევროპის საბჭოსა და ადამიანის უფლებათა სამმართველოს უფროსი;
2001-2004 − საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;
2004-2006 − ევროპის საბჭოს სტრატეგიული დაგეგმარების დირექტორატის მთავარი მრჩეველი;
2006-2007 − ევროპის საბჭოს სამართლებრივ საკითხთა გენერალური დირექტორატის სასამართლო სამმართველოს სამართლის მრჩეველი;
2007 − საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აპარატის უფროსი;
2007-2010 − ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე;
2010 − ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელი; 2013-2014 − საქართველოს ადგილობრივ ხელისუფლებათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში;
2014-2020 − საქართველოს ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტის დამფუძნებელი;
2014-2015 − მოლდოვას რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოსა და გენერალურ პროკურატურაში ევროკავშირის მიერ მივლენილი მთავარი მრჩეველი;
2014-2016 − საქართველოს ევროპული უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორი;
2016-2017 − მოლდოვას რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვისა და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის საკითხებში;
2018-2020 − ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ევროკავშირის გლობალური პროგრამის სასამართლო სისტემისა და სამოქალაქო საზოგადოების კომპონენტების ხელმძღვანელი.

ფლობს: ინგლისურ, ფრანგულ, ფლამანდრულ და რუსულ ენებს.

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

ჯილდოები და სამეცნიერო ხარისხები:
ქ. სტრასბურგის მერის სპეციალური ჯილდო საქართველოსა და საფრანგეთს შორის ურთიერთოებების განმტკიცებისათვის;
ბელგიის ქ. ბრიუგეს ევროპის კოლეჯის ევროპული სამართლის მაგისტრის ხარისხი.

წყარო

დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები