რადიოაქტიური, ბიოლოგიური და ქიმიური დასნებოვნების რეგიონული საკოორდინაციო ცენტრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რადიოაქტიური, ბიოლოგიური და ქიმიური დასნებოვნების რეგიონული საკოორდინაციო ცენტრი – დაკვირვების ზონაში ბირთვული, ბიოლოგიური და ქიმიური დაბინძურების (დასნებოვნების) ყველა ცენტრის საქმიანობის კოორდინაციაზე პასუხისმგებელი ორგანო. რეგიონული ცენტრი პასუხისმგებელია მოხსენებების საბოლოო შერჩევასა და შეჯერებაზე, იმ ინფორმაციის გამოვლენაზე, დაზუსტებაზე, განზოგადებასა და შეფასებაზე, რომელიც შეიცავს მონაცემებს ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური გამოფრქვევის შესახებ, რაც ამ რეგიონში განახორციელა მოწინააღმდეგემ ან მოხდა გაურკვეველი მიზეზებით. გარდა ამისა, ასეთი ორგანო პასუხს აგებს ეროვნულ სამხედრო ორგანოებთან და სამოქალაქო ხელისუფლებასთან ინფორმაციის გაცვლაზე. იგი ასევე პასუხისმგებელია საკუთარ და მეზობელ ზონებში ბირთვული, ბიოლოგიური და ქიმიური ვითარების ტაქტიკურ შეფასებაზე.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები