რადიოლოკაციური უზრუნველყოფა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რადიოლოკაციური უზრუნველყოფა – ღონისძიებების კომპლექსი, რომელსაც ახორციელებენ რადიოტექნიკური ჯარები საჰაერო ვითარების შესახებ არსებული, საჭირო ინფორმაციის დროული გაცემის მიზნით; საზენიტო-სარაკეტო ჯარებისა და ავიაციის ნაწილების (ქვედანაყოფების) უწყვეტი მართვის უზრუნველსაყოფად. რადიოტექნიკური უზრუნველყოფის შემადგენელი ნაწილი. მოიცავს: რადიოლოკაციურ დაზვერვას, ჯარების მართვის რადიოლოკაციური უზრუნველყოფას, საზენიტო-სარაკეტო ჯარებისა და ავიაციის საბრძოლო მოქმედების რადიოლოკაციური უზრუნველყოფას. ახორციელებენ რა საჰაერო სივრცის (ან ბრძოლის ველის) უწყვეტ რადიოლოკაციურ თვალთვალს, რადიოლოკაციური უზრუნველყოფის საშუალებები სამეთაურო პუნქტებს აწვდიან ინფორმაციას მოწინააღმდეგის შესახებ ისეთი სიზუსტით, რომელიც აუცილებელია საზენიტო-საარტილერიო და საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფებისათვის მიზანჩვენების და საჰაერო (სახმელეთო) მიზნებზე საკუთარი ავიაციის გამიზვნის უზრუნველსაყოფად.

XX საუკუნის 80-იანი წლების დამლევს ტერმინი “რადიოლოკაციური უზრუნველყოფა” ზოგიერთ ოფიციალურ დოკუმენტში შეიცვალა ცნებით “სადაზვერვო და საბრძოლო ინფორმაციის მიწოდება”.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები