რეიზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რეიზი − საზღვაო და სამდინარო ხალხური ტრანსპორტის, ნავის ეკიპაჟის მეთაური რეიზი იყო, რომელსაც ნავის მართვა და მესაჭეობა ეკისრებოდა.

ტერმინი რეიზი მხოლოდ აჭარისა და ლაზეთის მოსახლეობის მეტყველებაში გვხვდებოდა და იგი თურქულის გავლენით იყო გავრცელებული. სულხან-საბა ორბელიანი „რეიზს” მაჰმადიანთა გემის კაპიტნის მნიშვნელობით ხმარობდა. თურქულში კი ეს ტერმინი არაბულიდან იყო შესული და იქაც წინამძღოლის მნიშვნელობით გამოიყენებოდა.

რეიზის თანამდებობა არჩევითი იყო და საამისოდ ყოველთვის გამოცდილ მენავეს ნაოსნობაში ხანგრძლივი გამოცდის შემდეგ მენავეთა ამხანაგობის უხუცესი წევრები ირჩევდნენ. ნავს აგრეთვე ორი ანდა სამი მენიჩბე ემსახურებოდა, რომელთაც ტაიფა ეწოდებოდა. ერთი მათგანი უფროს ტაიფად ითვლებოდა. ნავის მართვის აღჭურვილობას წყვილი სისტარი, სათავებელა − რკინის წვეტიანი გრძელი კეტი, ორი ნიჩაბი, ხისგან დამზადებული წყლის ამოსახაპავი და თოკი შეადგენდა.



ლიტერატურა

ჩიქოვანი, ნიკოლაიშვილი, 1958:77.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები