რეკლამა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რეკლამა - (advertising) - ინფორმაციის წყარო პოტენციური მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი საქონლისა და მომსახურების ფასებისა და თვისებების შესახებ. იგი ზრდის საბაზრო ინფორმაციის ნაკადებს და ხელს უწყობს კონკურენციის განვითარებას.

რეკლამა ფირმის საქმიანობის ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც მიმართულია პროდუქციის გაყიდვის მოცულობის გადიდებისაკენ. მისი ძირითადი მიზანია მომხმარებელთა რაოდენობის გადიდება და ამით კონკურენტებთან უპირატესობის მოპოვება (რომლებიც უპირატესობას მიანიჭებენ ამ ფირმის პროდუქციას მის კონკურენტებთან შედარებით). თანამედროვე ეკონომიკურ ლიტერატურაში რეკლამას განიხილავენ როგორც კაპიტალდაბანდებას. რეკლამის აქტივები შედის ფირმის არანივთობრივი აქტივების ღირებულებაში.



წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები