რისტორი ადელაიდა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ადელაიდა რისტორი

ადელაიდა რისტორი – (ital. Adelaide Ristori, 1822-1906), იტალიელი მსახიობი.

მსახიობის სასცენო გზა დაიწყო პროვინციულ თეატრში, სადაც მისი მშობლები თამაშობდნენ. ბავშვობაში იგი მელოდრამებში ასრულებდა საბავშვო როლებს. 1836 წელს მან უკვე ითამაშა ფრანჩესკა პელიკოს ტრაგედიაში „ფრანჩესკა და რიმინი“. მის რეპერტუარში იყო კომედიური როლებიც (მირანდოლინა გოლდონის „მედუქნეში“ და სხვ.).

ადელაიდა რისტორის საუკეთესო ტრაგიკული სახეები აქვს შექმნილი, როდესაც ალფრედ დე მიუსემ რისტორი ნახა ს. პელიკოს „ფრანჩესკა და რიმინიში“, ზუსტად განსაზღვრა იტალიელი მსახიობის ტრაგიკული და პატრიოტული არსი, უწოდა რა მას „დაპყრობილი დიადი ერის განსახიერება“.

რისტორის მანერის ძირითად თვისებებს წარმოადგენდა სიმართლე და ტრაგიკული ვნებების გამოხატვის თავისუფლება. სასცენო რეალიზმი თანხვედრაში მოდიოდა მის მკაფიოდ გამოხატულ რომანტიზმთან. თავად რისტორი მის მხატვრულ მეთოდს განსაზღვრავდა, როგორც რეალიზმს, მიუთითებდა რა მის თავისებურებას და უწოდებდა „კოლორიტულ რეალიზმს“: „მე, როგორც დრამას, ისე ტრაგედიას ყოველთვის ვთამაშობდი იტალიური სიცხარით და მხატვრულობით. ყოველთვის მსურდა, შემენარჩუნებინა ჩვენი ხასიათის მნიშვნელოვანი თვისებები - ვნებების ცეცხლოვანი გამოხატულება, არ ვემორჩილებოდი მათ აკადემიურ პოზებს. წაართვით იტალიელ მსახიობს ვნება და შეცვალეთ მისი ბუნება, და იგი გახდება როგორც გაურკვეველი, ისე უხასიათო“.

რომანტიკული ვნება და აღმატებულობა რისტორის თამაშში თანხვედრაში მოდიოდა ხასიათის ურთიერთსაწინააღმდეგო თვისებებისა და ელფერის გახსნის უნარით, როლში ღრმად შესვლის გზით. ამისათვის, მსახიობი ყურადღებით შეისწავლიდა ისტორიულ ეპოქას, მისი გმირების ცხოვრების გარემოებებს. რისტორის რეპერტუარში შედიოდა შექსპირის („მაკბეთი“), შილერის („მარია სტიუარტი“), ალფიერის („მირა“) ტრაგედიები, ჰიუგოს („ლუკრეცია ბორჯია“), სკრიბის („ადრიენა ლეკუვრერი“) დრამები. მსახიობის საუკეთესო ქმნილებად, თანამედროვეები მიიჩნევდნენ იტალიელი დრამატურგის, ჯაკომეტის პიესაში „იუდიფი“ შესრულებულ როლსაც. რისტორის მიერ შექმნილი გოგონა გმირის როლი, რომელიც საგმირო საქმეს სჩადიოდა, მისი მოწოდება წმინდა ბრძოლისკენ სამშობლოს დამპყრობლების წინააღმდეგ, ცეცხლოვან პატრიოტულ სულისკვეთებას იწვევდა დარბაზში.

რისტორის ხელოვნების მოქალაქეობრიობა და პატრიოტიზმი დააფასა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთმა ბელადმა - გარიბალდიმ, გამოხატა რა მისი ჯარისკაცების სახით მადლიერება „იტალიელი ქალის მიმართ, რომელმაც არტისტის დიდებას დაუმატა პატრიოტის დიდება“



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები