რობერ პენჟე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პენჟე რობერ - (ფრ. Pinget Robert. 1919 - 1997) ფრანგი მწერალი და დრამატურგი.

ბიოგრაფია

რობერ პენჟე დაიბადა 1919 წელს ჟენევაში, შვეიცარიაში. უნივერსიტეტში სამართლის შესწავლის შემდეგ იგი გაიტაცა ფერწერამ. მისი ლიტერატურული დებიუტი შედგა მოთხრობით „ფანტუანსა და აგაპს შორის“ („Entre Fantoine et Agapa“, 1951). პირველივე რომანში ჩანდა, რომ მისთვის მთავარია გამოხატვის ხერხი, ფორმა და ნაკლებად მნიშვნელოვანია შინაარსი, აზრი - ანუ ის, რის შესახებაც ჩვენ ვსაუბრობთ, რისი თქმაც გვსურს.

ნაწარმოებში „Manu ou le Materieu“ (1952) პენჟე მოგვითხრობს საკუთარ წარმომავლობაზე. მოგვიანებით, 1958 წელს „Baga“-ში გვიხატავს უმნიშვნელო პერსონაჟებს, რომლებიც მხოლოდ სიტყვით ადასტურებენ თავიანთ არსებობას. ისინი დროებითი, გარდამავალი, ცვალებადი ხასიათით არიან დაჯილდოებულნი. აკვირდებიან რა სამყაროს, აღმოაჩენენ, რომ მათ გარშემო ყველაფერი მუდმივ ცვალებადობაშია.

1962 წელს „ინკვიზიციაში“ („L’Inquisitoire“) პენჟე ერთი და იმავე სცენის განმეორებითი აღწერით, ცხოვრების მისეული თვალთახედვიდან და აღქმიდან გამომდინარე სამყაროს აბსურდულობას უსვამს ხაზს.

რობერ პენჟეს ძირითადი ნაწარმოებებია:

  • „შვილიკო“ („Le Fiston“, 1959);
  • „ვინმე“ („Quelqu’un“, 1965, პრიზი ფემინა);
  • „იგავი“ („Fable“, 1971);
  • „ეს ხმა“ („Cette voix“, 1975);
  • „აპოკრიფი“ („L’Apocryphe“, 1980);
  • „ბატონი სიზმარი“ („Monsieur Songe“, 1985);
  • „გუთანი“ (Charrue).

პიესებსა და რადიოდადგმებში პენჟე აგრძელებს საკუთარ ძიებებს ენასა და მეტყველებაში და აღადგენს ბეკეტისეულ ენას.

რობერ პენჟეს ცნობილი დრამატული ნაწარმოებებია:

  • „Lettre-Morte“ (1959);
  • „Un Testament bizarre“ (1986);
  • „La Manivelle“ (1960);
  • „Ici ou Ailleurs“ (1961);
  • „Identite“ (1971);
  • „Abel et Bella“ (1971);
  • „L’Hypothèse et Nuit “ (1971).

გამოცემები ქართულ ენაზე

აბელი და ბელა = Abel et Bela: [პიესა] / რობერ პენჟე; [ფრანგ. თარგმნა ირინა ღოღობერიძემ]. [თბ.]: სანი, 2004.



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები