როდონიტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
როდონიტის დამუშავებული ქვა

როდონიტი − (ლალის შპატი, წითელი კვარცი), მინერალი სილიკატების კლასისა, მაგნიუმის ნაერთი. შედგენილობაში შედის: 54%-მდე მანგანუმის ჟანგი, რკინის ჟანგი 12%-მდე და მაგნიუმის, ალუმინისა და თუთიის მინარევები.

ქიმიური ფორმულა – (Mn++, Fe++, Mg, Ca)SiO3;
სიმკვრივე – 3570-3760 კგ/მ3;
სიმაგრე მოოსის სკალით – 5,5-6,5.
ფერი: ვარდისფერი, წითელი, მოყავისფრო-წითელი, ყვითელი, შავი.
გვხვდება გამჭვირვალე ან გაუმჭვირი სახით.

გამოიყენება, როგორც მოსაპირკეთებელი ქვა (მაგ., როდონიტის ფილებითაა მოპირკეთებული მოსკოვის მეტროს სადგური „მაიაკოვსკაია”).


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები