რუტილი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რუტილი − (ლათ. rutilus ხასხასა წითელი, ოქროსფრად მბრწყინავი), მინერალი, ტიტანის ორჟანგი. ქიმიური ფორმულა – TiO2. შეიცავს რკინის, კალის, ნიობიუმისა და ტანტალის მინარევებს.

სიმკვრივე – 4230 კგ/მ3;
სიმაგრე მოოსის სკალით – 6-6,5.
ფერი: შავი, რუხი, წითელი, ოქროსფერი.

გვხვდება ადრეული გენეზისის მაგმურ ქანებში (გრანიტი, გრანიტისა და გაბროს პეგმატიტები, დანალექი წარმონაქმნები და სხვ. გამოიყენება ტიტანის შემცველი პრეპარატების დასამზადებლად, ფეროტიტანის გამოსადნობად, ტიტანის თეთრას დასამზადებლად, კერამიკულ მრეწველობაში, რადიოტექნიკასა და სხვ.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები