საავიაციო-სარაკეტო კომპლექსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საავიაციო-სარაკეტო კომპლექსისაავიაციო შეიარაღების სახეობა, რომელიც განკუთვნილია სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო მიზნების რაკეტებით დაზიანებისათვის. მოიცავს რაკეტებს, გამშვებ დანადგარებს, მართვის და დამიზნების სისტემებს, რომლებიც საფრენ აპარატებზეა განლაგებული, აგრეთვე – სახმელეთო მოწყობილობას რაკეტების მომზადების, ტრანსპორტირებისა და მდგომარეობის შემოწმებისათვის. კომპლექსში შეიძლება შედიოდეს აგრეთვე დაზვერვისა და მართვის საშუალებები, რომლებიც დედამიწაზე ან სხვა საფრენ აპარატებზეა განლაგებული.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები