საბან-გობანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საბან-გობანისაწოლი, ქვეშაგებისა და ჭურჭლეულობის აღმნიშვნელი კრებსითი სახელი, რომელიც ალპურ ზონაში, მთაში ყოფნის პერიოდში დროებით საცხოვრებლად ასულ ოჯახს გააჩნდა.

თედო სახოკია: „ეილაზე სოფლელნი მაისის გასულს ამოდიან, თან მოჰყავთ ცოლ-შვილი და მოაქვთ საბან-გობანი და ავეჯი, რაც კი რამ დასჭირდებათ ოჯახში ... კედელში გამოჭრილია „მუსანდარა” (თახჩა), სადაც საბან-გობანი ინახება”.



ლიტერატურა

სახოკია, 1985:152, 172.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები