საბრძოლო მდგომარეობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საბრძოლო მდგომარეობასაბრძოლო ამოცანის შესრულებისათვის (საბრძოლო გამოყენებისათვის) საბრძოლო სისტემების, შეიარაღებისა და საბრძოლო ტექნიკის, აგრეთვე მათი ელემენტების სრული მზადყოფნის მდგომარეობა. საბრძოლო მდგომარეობა გულისხმობს შეიარაღების კომპლექსების ყველა შემადგენელი ელემენტის მზადყოფნას მუშაობისათვის. შეიარაღებისა და საბრძოლო ტექნიკის ნიმუშების ან კომპლექსების საბრძოლო მდგომარეობაში გადაყვანა ხდება შენახვის, ან სალაშქრო მდგომარეობის (ტრანსპორტირების მდგომარეობის) რეჟიმიდან. იგი მოიცავს მთელ რიგ ტექნოლოგიურ ოპერაციებს, რომელთა მოცულობა და ხასიათი დამოკიდებულია საბრძოლო ტექნიკის სახეობაზე, დანიშნულებაზე, გამოყენების პირობებზე, კონსტრუქციულ თავისებურებებსა და გარკვეულ მოთხოვნებზე, ინსტრუქციებსა და დარიგებებზე. მაგალითად, ინდივიდუალური სასროლი იარაღის ნიმუშების საბრძოლო მდგომარეობაში გადაყვანა გულისხმობს მათი გამართულობის და სავაზნე კოლოფების აღჭურვის შემოწმებას.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები