საბრძოლო მოქმედებების დინამიკურობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საბრძოლო მოქმედებების დინამიკურობაბრძოლის (ოპერაციის) დროს ვითარების, მდგომარეობის, ასევე ქვედანაყოფების, ნაწილების (ხომალდების) და შენაერთების მოქმედების ხასიათის და ხერხების, ურთიერთქმედების პირობების სწრაფი ცვლა; თანამედროვე საბრძოლო მოქმედებების დამახასიათებელი ნიშანი. საბრძოლო მოქმედებების დინამიკურობა დამოკიდებულია ჯარების მობილურობაზე, საბრძოლო მანქანების მოძრაობის უნარზე, დაზიანების საშუალებების მოქმედების მანძილზე, სიმძლავრესა და სწრაფ სროლაზე, ასევე – პირადი შემადგენლობის მომზადებაზე, ქვედანაყოფების, ნაწილების და შენაერთების, მართვის ორგანოების შერწყმაზე, საბრძოლო მოქმედებების წარმოებისთვის შერჩეულ ხერხზე.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი7

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები