საბრძოლო პატრულირება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საბრძოლო პატრულირება – წყალქვეშა ნავის მოქმედება საბრძოლო სამსახურის დროს. იგი გამოიხატება უწყვეტი მანევრირებით ოკეანის (ზღვის) დანიშნულ რაიონში. ასევე მითითებული მარშრუტებით სამეთაურო პუნქტიდან მიღებული ბრძანების თანახმად დადგენილ მზადყოფნაში ან ვითარებიდან გამომდინარე საზღვაო (სახმელეთო) მიზნებზე იარაღის საბრძოლო გამოყენებისათვის. ჩვეულებრივ, ხორციელდება ნებისმიერი კურსით, ნაკლებად ხმაურიანი სიჩქარეებით და ისეთ სიღრმეზე, რომელიც უზრუნველყოფს ვითარების ფარულ თვალთვალს და სამეთაურო პუნქტთან საიმედო კავშირს. წყალქვეშა ნავების საბრძოლო პატრულირების რაიონებს (მარშუტებს) ირჩევენ, როგორც წესი, მოწინააღმდეგის ეფექტური ნავსაწინააღმდეგო თავდაცვის ზონის ფარგლებს გარეთ.

1960 წლიდან ბირთვული იარაღის მქონე ქვეყნების სამხედრო-საზღვაო ძალები საბრძოლო პატრულირებისთვის იყენებენ ბალისტიკური რაკეტებით აღჭურვილ ატომურ წყალქვეშა ნავებს. საბრძოლო პატრულირება ხორციელდება საერთაშორისო საზღვაო სამართლის ნორმების მკაცრი შესაბამისობით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები