საბრძოლო ტრადიციები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საბრძოლო ტრადიციებიარმიასა და საზღვაო ძალებში ისტორიულად დამკვიდრებული და თაობიდან თაობაში გადაცემული წესების, ჩვევების და ქცევის ნორმები, რომლებიც დაკავშირებულია საბრძოლო ამოცანების შესრულებასთან, სამხედრო სამსახურთან. უმნიშვნელოვანეს საბრძოლო ტრადიციებს განეკუთვნება: სამხედრო ფიცის, მხედრული მოვალეობის და სამშობლოს ერთგულება, ვაჟკაცობა და გმირობა, მხედრული მეგობრობა, მეთაურის დაცვა ბრძოლაში და სხვა.

შეიარაღებული ძალების საერთო საბრძოლო ტრადიციებთან ერთად არსებობს შეიარაღებული ძალების სახეობების და ჯარების გვარეობების, შენაერთების, ნაწილების, ხომალდების საბრძოლო ტრადიციები. საბრძოლო ტრადიციებს დიდი მნიშვნელობა აქვს მეომრის მორალური და საბრძოლო თვისებების გამომუშავებისთვის.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები