სადაზვერვო-დამრტყმელი კომპლექსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სადაზვერვო-დამრტყმელი კომპლექსი – შეიარაღების ავტომატიზებული კომპლექსი, რომელიც განკუთვნილია მოწინააღმდეგის მნიშვნელოვანი სახმელეთო და წყალზედა მიზნების აღმოჩენისთანავე დამრტყმელი საშუალებებით (სარაკეტო, საავიაციო) მათი დაუყოვნებლივ დაზიანებისათვის.

სადაზვერვო-დამრტყმელი კომპლექსში შედის: დაზვერვის და დამიზნების, დაზიანების (მაღალი სიზუსტის იარაღი), რადიოელექტრონული ჩახშობის, სანავიგაციო-დროებითი უზრუნველყოფის მართვის საშუალებები.

აშშ-ში შექმნილია სადაზვერვო-დამრტყმელი კომპლექსი (1986) 500 კმ-მდე სიგანისა და სიღრმის ზოლში რადიოსალოკაციო ობიექტების დასაზიანებლად. მასში შედის:

  • 10 სადაზვერვო და სარეტრანსლაციო თვითმფრინავი (მორიგე ცვლა – 3 თვითმფრინავი);
  • მართვის სახმელეთო ცენტრი;
  • სახმელეთო რადიოსანავიგაციო ქსელის 12 პუნქტი;
  • დამრტყმელი თვითმფრინავებისათვის განკუთვნილი საბორტო მოწყობილობის 100 კომპლექტი და „ჰაერი-დედამიწა“ და „დედამიწა-დედამიწა“ მართვადი იარაღის 500-მდე კომპლექსი.

საბჭოთა კავშირში XX საუკუნის 60-იანი წლებში სადაზვერვო-დამრტყმელი კომპლექსი განკუთვნილი იყო წყალზედა ხომალდების დაჯგუფებების დასაზიანებლად. მასში საინფორმაციო-ტექნიკური კავშირებით ერთიანდებოდნენ წყალქვეშა ნავები დიდი სიშორის ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსებთან, ასევე სადაზვერვო თვითმფრინავის აღმოჩენისა და მიზანჩვენების რადიოლოკაციურ აპარატურასთან. ამ სახეობის სადაზვერვო-დამრტყმელი კომპლექსის მომდევნო თაობებში გაერთიანებულია წყალზედა ხომალდები და წყალქვეშა ნავები, საზღვაო კოსმოსური დაზვერვის და მიზანჩვენების სისტემითურთ, რომლებიც გამუდმებით აწარმოებენ წყალზედა ვითარების დაზვერვას მსოფლიო ოკეანის აკვატორიებზე.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები