სადესანტო-საიერიშო მოქმედებები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სადესანტო-საიერიშო მოქმედებები – მოწინააღმდეგის ჯარებსა და ობიექტებზე ერთიანი ჩანაფიქრით ორგანიზებული საიერიშო ქმედებების, ავიაციის, სარაკეტო ჯარებისა და არტილერიის დარტყმების ერთობლიობა; სატრანსპორტო და სატრანსპორტო-საბრძოლო ვერტმფრენებიდან საჰაერო-სადესანტო (ქვეითი) ქვედანაყოფებისა და ნაწილების გადასხმა და საბრძოლო მოქმედებები; საჰაერო დესანტების საბრძოლო მოქმედებების, ჰაერში და ხმელეთზე მათი მანევრის მონაცვლეობა მოწინააღმდეგის ზურგში ურთიერთდაკავშირებული ოპერატიულ-ტაქტიკური და ტაქტიკური ამოცანების შესასრულებლად. ტარდება დაჯგუფებების (არმიების ჯგუფების) და საარმიო (საკორპუსო) შეტევით ოპერაციებში იმ მიზნით, რომ ხელი შეუწყონ შეტევაზე გადასულ ნაწილებს მოწინააღმდეგის განადგურებაში. გადასხმის რაიონებისაკენ (ობიექტებისაკენ) დესანტები გადჰყავთ საჰაერო დერეფნებით, რომლებშიც წინასწარ ხდება მოწინააღმდეგის საჰაერო თავდაცვის სისტემას ჩახშობა. საჰაერო დესანტების გადასხმას და საბრძოლო მოქმედებებს ჰაერიდან ფარავს გამანადგურებელი ავიაცია. ფრენა, როგორც წესი, სრულდება მცირე სიმაღლეზე – რამდენიმე მეტრიდან რამდენიმე ათეულ მეტრამდე; ღამით და რთულ მეტეოპირობებში ფრენის სიმაღლე იზრდება. იერიშის წინ, ჩვეულებრივ, მოწინააღმდეგეს მიაყენებენ სარაკეტო ჯარების და ავიაციის დარტყმებს საიერიშო ობიექტის (ზღუდის) რაიონში. სადესანტო-მოიერიშე ქვედანაყოფებს გადასხამენ უშუალოდ საიერიშო ობიექტზე (ზღუდეზე) ან მის მისადგომებზე. გადასხმის (ვერტმფრენებით დაშვების) ან გადასროლის (გადასხამენ პარაშუტებით) შემდეგ დესანტირებული ნაწილები და ქვედანაყოფები იკავებენ მათთვის დანიშნულ რაიონებს (ზღუდეებს, ობიექტებს), აყენებენ დარტყმებს მოწინააღმდეგის შემტევ ჯარებს, აღკვეთენ მისი რეზერვების ამოქმედებას და გაშლას, ასრულებენ სხვა ამოცანებს. საბრძოლო და სატრანსპორტო-საბრძოლო ვერტმფრენები სადესანტო მოქმედებებს ჰაერიდან ცეცხლით უჭერენ მხარს.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები