სათანჯოს ციხე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სათანჯოს ციხე

სათანჯოს ციხე (ინგლ. Satanjo Castle) – VIII-X საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ციხესიმაგრე დასავლეთ საქართველოში, გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯთან, სათანჯოს მთის მაღლობზე. ციხის განლაგების გეგმა ოვალურია. გალავანი ქვისაა სისქით 2 მ-მდე და მთის დამრეც ფერდობებზეა ჩაშენებული. ქვის ეგრისული წყობა კოლხეთის სამეფოს პერიოდის (IV-VII სს.) ქვის წყობის ანალოგიურია. ეზოში დგას უძველესი ქვის კოშკი, რომლის დიდი ოსტატობით ნაწყობი კედლების სისქე 2 მ-ზე მეტია, ხოლო სიმაღლე 5-7 მ-ია. დღეისთვის ციხის ნანგრევებია შემორჩენილი.

წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები