სალიანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სალიანიგადასახადი, რომელიც აჭარაში, ოსმალთა ბატონობის დროს, სანჯაყის, კაზისა და ნაჰიეს ადმინისტრაციული ხარჯების დასაფარად იყო გამიზნული.

სალიანის რაოდენობას ოსმალთა ხელისუფლება განსაზღვრავდა, შემდეგ კი იგი თითოეულ კომლზე თანაბრად ნაწილდებოდა. ეს გადასახადი ზემო აჭარაში 2170 მანეთს შეადგენდა. 1876 წლიდან იგი შეიცვალა და მას „ემლიაქი” ეწოდა, რაც ქონების გადასახადს ნიშნავდა. 1000 ყურუშის ღირებულების ქონებაზე გადასახადი 4 ყურუში იყო.



ლიტერატურა

  • ყაზბეგი, 1960:49;
  • სახოკია, 1985:229.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები