გადასახადი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გადასახადი - (tax) სავალდებულო მოსაკრებელი, რომელიც ფიქსირებულად გადაირიცხება სახელმწიფო (ადგილობრივ) ბიუჯეტში მოცემული ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ კანონმდებლობით დადგენილი საგადასახადო განაკვეთის შესაბამისად. გადასახადი არის პირდაპირი და არაპირდაპირი. პირდაპირი გადასახადით იბეგრება შემოსავალი და ქონება, ხოლო არაპირდაპირი შედის საქონლის ფასში. გადასახადი სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების ერთერთი მთავარი წყაროა.

გადასახადების სტრუქტურა

(structure of taxes) - ყოველ ქვეყანას აქვს მრავალი სახეობის გადასახადი, რომელიც წარმოადგენს საგადასახადო სისტემის სტრუქტურას. იგი გამოხატავს საშემოსავლო გადასახადის, ქონებაზე გადასახადისა და ხარჯებზე გადასახადის შეფარდებით მნიშვნელობას. მისი მეშვეობით შეიძლება გაკეთდეს დასკვნა საგადასახადო სისტემის პროგრესულობის არსებობის, თუ არ არსებობის შესახებ. განვითარებად ქვეყნებში გადასახადების სტრუქტურა უპირატესად იხრება არაპირდაპირი, განსაკუთრებით დღგ-ის, საბაჟო გადასახადებისა და აქციზებისაკენ. ეს აიხსნება იმით, რომ ასეთი გადასახადები შედარებით ადვილი ასაკრეფია. ქვეყნის განვითარების კვალობაზე იზრდება საშემოსავლო გადასახადის მნიშვნელობა. განვითარებულ ქვეყნებში არსებობს საშემოსავლო გადასახადის განვითარებული სისტემა.

გადასახადის ზღვრული განაკვეთი

(marginal rate of tax) – გადასახადის განაკვეთი შემოსავლის, დანახარჯის, სიმდიდრის ან საჩუქრის დამატებით ერთეულზე. რაც უფრო მაღალია გადასახადის ზღვრული განაკვეთი, მით უფრო მაღალი შეიძლება იყოს ჩანაცვლების ეფექტიც.



წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები