არაპირდაპირი გადასახადი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არაპირდაპირი გადასახადი - (indirect tax) - საგადასახადო ანარიცხი, რომელსაც საქონლის შეძენისას იხდის მყიდველი; მოხმარებაზე გადასახადი, რომელსაც კრეფენ გაყიდვის ყოველი აქტიდან, დაწყებული წარმოებრივი და განაწილებითი ციკლიდან და საბოლოო მოხმარებით დამთავრებული. მოიცავს გაყიდვაზე გადასახადს, დამატებულ ღირებულებაზე გადასახადს, აქციზურ გადასახადს, საიმპორტო ბაჟს, საქმიანობის მონოპოლიურ სახეობებზე გადასახადს და ა.შ. შედის საქონლისა და მომსახურების საბაზრო ფასში. ეს გადასახადები განვითარებად ქვეყნებში ქმნიან საგადასახადო ნაკრების ძირითად მასას, ვინაიდან პირდაპირ გადასახადებთან შედარებით ადვილია მათი რეგულირება და აკრეფა.



წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები