სამი ფორთოხლის სიყვარული (ოპერა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„სამი ფორთოხლის სიყვარული“სერგეი პროკოფიევის ოპერა ოთხ მოქმედებად (1919 წ.)

სამი ფორთოხლის სიყვარული წარმოდგენის თეატრის სახეობას განეკუთვნება და არსობრივად უახლოვდება იმ პერიოდის რუსეთში დამკვიდრებულ თეატრალურ ესთეტიკას, რომლის რეალიზების ღირსშესანიშნავი ნიმუშებია ვ. მეიერხოლდის „ბურდრუგანა“, ვ. ვახტანგოვის „ტურანდოტი“. პროკოფიევის ოპერაში, ამ თეატრალური სპექტაკლების მსგავსად, უპირატესობა ენიჭება სცენური მოქმედების პირობითობას, შემსრულებელთა ნაწილობრივ იმპროვიზაციას, გარკვეულ პაროდიულობას, „წარმოდგენის“ უპირატესობას „განცდაზე“. ამგეარ კანონიკას ითვალისწინებს პროკოფიევის ოპერა-ფეერია, რომელსაც საფუძვლად დაედო კარლო გოცის ზღაპარი, ჟანრულ მოდელად კი ავტორმა არა opera buffa, არამედ იტალიური ნიღბების კომედია (Commedia dell’arte) და მისი ტრადიციული პერსონაჟები, მაგალითად, ტრუფალდინო, შეარჩია, რაც ამ ნაწარმოებს მხიარული მუსიკალური წარმოდგენის სახეს ანიჭებს.

ჟანრული მოდელის შერჩევამ, ნიღბების თეატრის პირობითობამ გამოიწვია ვოკალური ინტონირების ტიპის შერჩევა, კერძოდ, პერსონაჟები ხასიათდებიან სტაბილური რიტმულ-ინტონაციური კომპლექსებით, რომლებიც ხშირად შეგნებულად იმეორებენ საუკუნეების მანძილზე შემუშავებულ საოპერო კლიშეებს. მაგალითად, ჯადოქარ ჩეჩილიას დახასიათება მოგვაგონებს სამიელს ვებერის თავისუფალი მსროლელიდან, პრინცის ვოკალური პარტია – ტრადიციულ Lamento-ს, კომიკური ეფექტის შესაქმნელად კომპოზიტორი ისეთ ხერხს მიმართავს, როგორიცაა სწრაფსალაპარაკო ბანის პარტიაში, რომელიც კიდევ უფრო იმითაა გამძაფრებული, რომ ამ პარტიას ასრულებს მზარეული ქალი და სხვ. ყოველივე ამასთან ერთად სიტუაციური გაუგებრობები, მოქმედების სწრაფი ტემპი საერთო სკერცოზულობას ქმნის.

წყარო

XX საუკუნის მუსიკის ისტორია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები