სამოა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სამოის დროშა

სამოა (Samoa – სამოას დამოუკიდებელი სახელმწიფო) – სახელმწიფო წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, პოლინეზიაში, იმავე დასახელების არქიპელაგის დასავლეთით.

ფართობი – 2,8 ათ. კმ2.

მოსახლეობა – 179 ათ. კაცი (2012).

ოფიციალური ენა – ინგლისური.

დედაქალაქი – ქ. აპია.

ადმინისტრაციულად იყოფა 14 ოლქად. სამოაში კონსტიტუციური მონარქიაა. არის დიდი ბრიტანეთის თანამეგობრობის წევრი.

სახელმწიფოს მეთაური – ბელადი.

საკანონმდებლო ორგანო – ფონო (ერთპალატიანი საკანონმდებლო ასამბლეა).

აღმასრულებელი – მთავრობა.

დამოუკიდებელი სახელმწიფოა 1962 წლიდან. 1997 წლამდე იწოდებოდა დასავლეთ სამოად. ეკონომიკის საფუძველს წარმოადგენს ტროპიკული მიწათმოქმედება (ქოქოსის პალმა, ყავა, ბანანი, ჩინური კარტოფილი და შაქრის ლერწამი) და საერთაშორისო ტურიზმი. მთავარი საზღვაო პორტი და საერთაშორისო აეროპორტია აპია. სამოას არ ჰყავს შეიარაღებული ძალები. თავდაცვის საკითხებს განაგებს ახალი ზელანდია.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები