სამშენებლო-სამონტაჟო ინსტრუმენტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამშენებლო-სამონტაჟო ინსტრუმენტიინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება დეტალის დასამაგრებლად ბეტონზე, აგურის წყობაზე ან სამშენებლო კონსტრუქციაზე (მაგ., სამშენებლო-სამონტაჟო პისტოლეტი). ასეთ ინსტრუმენტს უნდა ჰქონდეს დამცავი მექანიზმი, რომელიც არ მისცემს საშუალებას, გაისროლოს სამაგრი ელემენტი მანამადე, ვიდრე დამცავი მოწყობილობა არ იქნება განლაგებული იმ ადგილას, სადაც უნდა დაყენდეს დეტალი. ამასთან, აუცილებელია დამცავი ჩაფხუტი, მხედველობისა და სმენის ორგანოების დამცავი საშუალებები. ზონა იმ ადგილების გარშემო, სადაც სრულდება სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები, უნდა იყოს უცხო პირებისაგან თავისუფალი, რათა არ მოხდეს უბედური შემთხვევა საშენი მასალის ნატეხების გაფრქვევის, სამაგრი ელემენტების გადახრის ან ასხლეტვის გამო. თუ სამაგრი ელემენტები მოხვდება ძალიან რბილ ან თხელ მასალაში, შესაძლებელია მასალა გამჭოლად გაიხვრიტოს და შედეგად ის ადამიანი დაზიანდეს, რომელიც იმყოფება საპირისპირო მხარეს. ასეთი ინსტრუმენტიდან გასროლით გამოწვეულმა უკუცემამ შესაძლებელია გამოიწვიოს წონასწორობის დაკარგვა. აქედან გამომდინარე, არ შეიძლება ამ ინსტრუმენტის გამოყენება კიბეზე დგომისას.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები