სამხედრო ვეტერინარია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამხედრო ვეტერინარია – სწავლობს ცხოველების დაავადებებს და მათ გავლენას სამხედრო მოსამსახურეების ჯანმრთელობაზე. ამუშავებს შეიარაღებული ძალების ვეტერინარული უზრუნველყოფის წესს მშვიდობიანობის და ომიანობის პერიოდში. მიზნად ისახავს, დაიცვას პირადი შემადგენლობა ადამიანის და ცხოველების საერთო ინფექციური დაავადებებისაგან, უხარისხო, მათ შორის, რადიოაქტიური, ტოქსიკური ქიმიური ნივთიერებებით დასნებოვნებულ პროდუქტებთან დაკავშირებული დაზიანებებისაგან, აგრეთვე უზრუნველყოს ცხოველთა დაავადებების პროფილაქტიკა და ლიკვიდაცია.

II მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში კავალერიის, როგორც ჯარების, გვარეობის გაუქმების შემდეგ სამხედრო ვეტერინარიის ამოცანები, პრინციპები და ორგანიზაცია შეიცვალა. წინა პლანზე გადმოვიდა ვეტერინარული ვითარების ანალიზი და კონტროლი.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები