სამხედრო პროკურატურა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამხედრო პროკურატურა - მრავალ სახელმწიფოში პროკურატურის ორგანოების სპეციალიზებული შემადგენელი ნაწილი, რომელიც შეიარაღებულ ძალებსა და სხვა ჯარებში საპროკურორო ზედამხედველობას ახორციელებს.

სამხედრო პროკურატურებს მათი კომპეტენციის ფარგლებში აქვთ უფლებამოსილებები, რომლებიც დაწესებულია კანონით პროკურატურის შესახებ. სამხედრო პროკურატურა ახორციელებს ზედამხედველობას კანონების შესრულებასა და ადამიანის უფლებათა დაცვაზე სამხედრო მართვისა და კონტროლის ორგანოების საშუალებით. ასევე იმ ორგანოების მეშვეობით, რომლებიც ეწევიან ოპერეტიულ-სამძებრო საქმიანობას, მოკვლევას და წინასწარ გამოძიებას დროებითი დაკავების ადგილებში. აწარმოებს სისხლის სამართლებრივ დევნას სისხლის საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, კოორდინაციას უწევს სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობას შეიარაღებულ ძალებსა და სხვა ჯარებში.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები