სამხედრო უსაფრთხოება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამხედრო უსაფრთხოება - საშინაო და საერთაშორისო ვითარება, რომელიც გამორიცხავს პიროვნების, საზოგადოების, სახელმწიფოს, მსოფლიო გაერთიანების წინააღმდეგ შეიარაღებული ძალადობის გამოყენებას. ის არის ნაწილი და ერთ-ერთი საფუძველი ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების.

სამხედრო უსაფრთხოება გულისხმობს:

  • სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის, ეროვნული დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის შეიარაღებული დაცვის უზრუნველყოფას;
  • საზოგადოებრივი და სახელმწიფო წყობილების სტაბილურობის სამხედრო გარანტიების შექმნას, სამოქალაქო მშვიდობის შენარჩუნებას, ტერორისტული და კრიმინალური ჯგუფების მოქმედების აღკვეთას.

სამხედრო უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, უპირატესად, ეკონომიკური, პოლიტიკური, დიპლომატიური და სხვა არასამხედრო ღონისძიებების კომპლექსი, რომლის მიზანია საერთაშორისო და საშინაო წინააღმდეგობების მოგვარება, სამხედრო-ძალისმიერ დაპირისპირებაში მათი გადაზრდის აღკვეთა. სამხედრო უსაფრთხოების მნიშვნელოვანი მხარეა სახელმწიფოს ძლიერების შენარჩუნება, რეალური და პოტენციური სამხედრო საფრთხეების შესაბამისად.

სამხედრო უსაფრთხოების მოცანებს უშუალოდ წყვეტენ სხვადასხვა ძალისმიერი სტრუქტურები: შეიარაღებული ძალები, ჯარი, პოლიცია, უსაფრთხოების ორგანოები.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები