სამხედრო შენაერთების გაძლიერება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამხედრო შენაერთების გაძლიერებაგაერთიანებების (შენაერთებების, ნაწილების) გაძლიერება – ზემდგომი ინსტანციების (მეთაურების) მიერ განხორციელებული ორგანიზაციული, საბრძოლო და სპეციალური ღონიძიებებისა და მოქმედებების კომპლექსი, რომელიც მიზნად ისახავს გაერთიანების (შენაერთის, ნაწილის) ოპერაციაში (ბრძოლაში) ოპერატიული (საბრძოლო) ამოცანების გადაწყვეტის შესაძლებლობების გაზრდას.

გაერთიანებების (შენაერთებების, ნაწილების) გაძლიერება ხორციელდება გაერთიანების (შენაერთის, ნაწილის) შემადგენლობაში ახალი შენაერთების, ნაწილების, ქვედანაყოფების ჩართვით; ჯარების (ძალების) დაქვემდებარების შეცვლით; გასაძლიერებლად შეიარაღებული ძალების სახეობების, ჯარების გვარეობების, სპეციალური და სხვა ჯარების მიკუთვნებით; გაერთიანების (შენაერთის, ნაწილის) მოქმედებების ზემდგომი უფროსის ძალების მხარდაჭერით.

ჯარების (ძალების) დაქვემდებარების შეცვლა ითვალისწინებს ჯარების (ძალების) უფროსი მეთაურის გადაწყვეტილებით ერთი სარდლის (მეთაურის) დაქვემდებარებიდან მეორის დაქვემდებარებაში გადაცემას. გასაძლიერებლად მიკუთვნებული ძალები და საშუალებები სარდლების (მეთაურების) დროებით დაქვემდებარებაში გადადიან, ხოლო მხარდამჭერი ძალები და საშუალებები თავიანთი უშუალო უფროსების დაქვემდებარებაში რჩებიან.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები