სანათა (მითოლოგიური პერსონაჟი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ირმის ფურები, ბრინჯაო, თუშეთი,
(ძვ.წ. IIს-ის II ნახევარი), სსმ. არქეოლოგიის გამოფენა

სანათა − ღელის გორზე, სადაც ფშავლებს თამარ-მეფის სალოცავი აქვთ, ძველ დროში, სანამ სალოცავი თავს იჩენდა, გაბიდაურის თემის ფშაველებს უცხოვრიათ და ეს არემარე თავის მთა-ბარიანად ამ თემის საკუთრება ყოფილა. როდესაც ამ გორზე თამარ-მეფეს თავი უჩენია, ეს ხალხი გაბიდაურების სხვა სოფელში – ხოშარაში გადაუსახლებიათ. აი, როგორ მომხდარა ეს.

სალოცავის გამოჩენა გაბიდაურის დედაკაცის, სახელად სანათას უნარი ყოფილა. თავდაპირველად იმას დაუწყია სანთლის ნთება და თამარ-მეფის ხევისბერულად დიდება იმ ადგილში, სადაც ახლა სალოცავია. სანათას ურჩევია იქ მცხოვრებ ფშაველთათვის სხვაგან გადასახლება და ამ ადგილის თამარ-მეფისთვის დათმობა. ფშავლებს სანათას რჩევისთვის ყური არ უთხოვებიათ და არ გადასახლებულან. თამარ-მეფე ამის გამო განრისხებულა ხალხზე: ერთმანეთი ირმებად მოუჩვენებია და მათაც ერთმანეთი მშვილდ-ისრით ამოუჟლეტიათ.

რამდენიმე კომლი ამ სასწაულის შემდეგაც გაჯიუტებულა, არ გადასახლებულა. უთქვამთ: სანამ გასალეწად გაშლილ კალოს ცეცხლი არ წაეკიდება, ფიწლის ტოტებზე და ხარის რქებზე კელაპტრის ალივით ცეცხლი არ გამოჩნდება, აქედან არ გადავსახლდებითო. ამ ურწმუნოთათვის თამარ-მეფეს ეს სასწაულიც მოუვლენია და, ბოლოს, იძულებული გამხდარან დაეტოვებიათ ძველი ადგილი, ახალ ადგილზე ხოშარაში გადასახლებულიყვნენ.

ახლა ღელის გორზე, სალოცავის მოშორებით, მარტო მისრიანთ გვარი ცხოვრობს.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები